12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 16:47:46, 552 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახა კალაძის ინფორმაციით, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის მოქმედი კომერციული ტარიფი შენარჩუნდება.

ამის შესახებ კალაძემ 1 მაისიდან ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე იურიდიული პირებისთვის არსებული კომერციული ტარიფი შენარჩუნდება. ბუნებრივი აირის სუბსიდირება ხორციელდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა  კალაძემ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკ-ში უკვე შესულია განაცხადი და მათ ტარიფის გადასახედად სექტემბრამდე აქვთ ვადა.

"სემეკ-ს აქვს ვადა სექტემბრამდე, რომ დაითვალონ, ნახონ კომპანიების მდგომარეობა. შესაბამისად, ეს სემეკ-ის კომპეტენციაა, არავის აქვს უფლება ჩაერიოს, არც მთავრობას, არც რომელიმე დაჯგუფებას“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი პირველი მაისიდან 15 თეთრით უნდა გაძვირებულიყო. რაც შეეხება ელექტროენერგიას, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას  ტარიფის კორექტირების თხოვნით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics