|
2017-09-25 17:39:19, 2268 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს. „თუკი კორპორატიულ ობლიგაციაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი - აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ეს რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში. ემიტენტი კომპანია და კომპანიის სახელით ობლიგაციების გაყიდვით დაკავებული ბროკერი ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ ამ პროსპექტის ასლი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები: 1. მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი); 2. დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი; (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ მესამე პირთან); 3. უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება. და ბოლოს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ინვესტიცია ნიშნავს მაღალ რისკს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ინვესტიციას ყოველთვის შესაბამისად მაღალი შემოსავლიანობა შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ, შეპირებული საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, პოტენციურმა ინვესტორმა უნდა გადახედოს/შეისწავლოს პროსპექტში გაშლილი რისკის ფაქტორები და მოიძიოს დახმარება პროფესიონალისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლიცენზირებული ბროკერის ნაცვლად პირდაპირ კომპანიის მიერ გაკეთებული შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტირებისას“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)