16:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:36:38, 2242 ნახვა

კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტზე: სხდომის არ დანიშვნა არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნა კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება არ დანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცენდენტი. პირველი პრეცენდენტი შექმნა გიორგი მარგველაშვილმა, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში - ესეც შემიძლია, გითხრათ. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებასა და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში, დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არ დანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ბუნებრივია, ეს ასევე არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. როცა პარლამენტი მოითხოვს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს. თუმცა, ამას მიჩვეული ვართ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics