04:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:28:25, 1759 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიციის არათანმიმდევრულმა მიდგომამ განაპირობა, რომ ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისათვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზე,  რამაც მისივე განმარტებით, შეუძლებელი გახადა დიალოგის  გაგრძელება და პროპორციული სისტემის  2020 წლისთვის ამოქმედება.

ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ვერ შედგა კონსესუსი საარჩევნო სისტემის ვადასთან დაკავშირებით:

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც წარიმართებოდა პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. არასწორად ხდება ხოლმე რაღაც ფრაზების ციტირება, ინტერპრეტირება. არასოდეს გვითქვამს, რომ შეჯერებული იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით 116 დეპუტატის პოზიცია. ჩვენ განვაცხადეთ კომისიაში, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ სისტემის შემოთავაზების თაობაზე, რაც უნდა გამხდარიყო ძალიან მყარი საფუძველი დისკუსიების გაგრძელებისთვის. დარწმუნებული ვარ, წარმატებულადაც დასრულდებოდა ეს პროცესი იმ შემთხვევაში, რომ ოპოზიციას არ გამოევლინა თავისი არათანმიმდევრული მიდგომა. როცა გავიდა კომისიიდან ტექსტი, იქ ეწერა, რომ პროპორციული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლიდან და ამ პირობებში დატოვა სამწუხაროდ ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.  ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია ერთი ასეთი ფრაზა-გასაღები იყო პროპორციული სისტემა კონსესუსის. ეს რეალურად ასე არ იყო. ყველამ ვნახეთ, იმ პირობებში, როცა გვეწერა პროპორციული სისტემა 2020, მაშინ დატოვა ზუსტად კომისია ოპოზიციამ და ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. უფრო მეტიც, მოგვიანებით ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი რაუნდი კონსულტაციების, უმრავლესობის ლიდერმა წამოიწყო ეს პროცესი ჩვენი შეთანხმებით აგვისტოს თვეში. მაშინ მოვითხოვეთ ელემენტარული რამ-იმ საკითხების მოწოდება, ან იმ საკითხის მოწოდება, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ოპოზიცია მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასეთი საკითხებიც კი არ წარმოგვიდგინა ჩვენ ოპოზიციამ. ამან, რა თქმა უნდა, ჩიხში შეიყვანა მთლიანად პროცესი და შეუძლებელი გახადა კონსესუსის მიღწევა.

ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად ვსაუბრობთ იმაზე, რომ იყო წინააღმდეგობა  მმართველი გუნდის შიგნით. 116 დეპუტატს არ ჰქონდა ერთი და იგივე პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საუბარი იყო მაჟორიტარებზე, რაღაც ცუდი ფორმით მოიხსენიებოდნენ ამ კუთხით, თითქოს ვიღაც თავისი სუბიექტური ინტერესებიდან ამოდიოდა. როცა წარიმართებოდა მმართველი პარტიის შიგნით დისკუსიები, ეს დისკუსიები ეფუძნებოდა ძალიან კონკრეტულ არგუმენტებს. რაც შეეხება მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს, ამ ორ სისტემას აქვს თავისი მინუსები და პლუსები, ერთი მხარე საუბრობდა პროპორციული სისტემის უპირატესობაზე, ოპონენტი მხარე საუბრობდა მაჟორიტარული სისტემის უპირატესობაზე და პროპორციული სისტემის რისკებზე.

მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან შეუძლებელი იყო კონსესუსის ჩამოყალიბება პროპორციული სისტემა 2020- თან დაკავშირებით. სწორედ ოპოზიციის არათანმიმდევრულმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისათვის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პროპორციული სისტემა ამოქმედდება  მაშინვე, როგორც კი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics