04:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:27:23, 3433 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა 26 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის პოზიციას და შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ არის თანხმობის დოკუმენტი, მას არაერთი ხარვეზი აქვს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს.

მისივე განმარტებით, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსს და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.

„აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, მათ შორის, ფართომასშტაბიან რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე.

"ეს ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილია. პრეზიდენტი ენდობა ვენეციის კომისიას. მას წინასწარ დასკვნაშიც და ახლაც აქვს ხაზგასმული არა ერთი კრიტიკული შენიშვნა. კომისია გამოთქვამს წუხილს პროპორციულ არჩევნებზე არგადასვლასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტი იყოს დანიშნული და მართული, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან; გამოთქმული აქვს ბევრი კრიტიკული შენიშვნა ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებით; ასევე, სასამართლოს თავთან დაკავშირებით. შეპირებისამებრ, ყველა ეს რეკომენდაცია უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში და ისინი გათვალისწინებული არაა", - აღნიშნა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics