2017-09-25 10:22:17, 3601 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, განიხილავს
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, ხვალ, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.
აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა.
ავტორი: ,