04:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 16:31:25, 2254 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფებოდა

„ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით, სადაც, მინდა გითხრათ, რომ როგორც ექსპერტული, ისე ფინანსური კონტრიბუცია დანიის არის ძალიან დიდი“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

21-22 სექტემბერს, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგთან, მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიქელ სტარბეკ კრისტენსენთან (პრემიერ- მინისტრის აპარატი) და პარლამენტის (Folketing)საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კომიტეტების წევრებთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. აგრეთვე, გამოთქვა იმედი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამების განხორციელების თაობაზე.

დანიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.

„ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ჯეროვნად აისახოს ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში. დანიის სამეფო აფასებს საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას შეაქვს უსაფრთხოების მიმართულებით“-განუცხადეს სახელმწიფო მინისტრს და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და რეფორმების პროცესში გაწეული ფინანსური და ექსპერტული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

შეხვედრებზე, ასევე, იმსჯელეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მისი განეიტრალების მექანიზმებზე.

აღნიშნულ თემებზე ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტშიც (DIIS) მრგვალი მაგიდის ფორმატში პოლიტიკური მკვლევარებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ხედვითა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს სამოქმედო გეგმით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, ასევე,  დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics