15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 14:24:35, 458 ნახვა

საზოგადოება
პაატა ბელთაძე: სახალხო დამცველი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ ჩაერევა

„სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატთან განუცხადა, სადაც იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. 

როგორც მან განმარტა, სახალხო დამცველს იპოთეკით დაზარალებულების საკითხში ჩარევა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ კი აღსრულების დროს გამოსახლების პრინციპი დარღვეული იქნება.

„ამ ადამიანების ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა. როდესაც პარლამენტში ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სავარაუდო კანონპროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართა რეკომენდაციით, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხი, თუმცა,  სახალხო დამცველი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ შევა. რაც შეეხება ამ ადამიანების ბედს, ეს არის წმინდა სახელმწიფოს პრეროგატივა და სახალხო დამცველი ვერ განსაზღვრავს იმ მიმართულების პოლიტიკას, თუ რა უნდა განხორციელდეს ამ ადამაინების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნა ბელთაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწყებას აქამდეც მოუხდენია ინდივიდუალურ მიმართვაზე რეაგირება.

„ჩვენ გვქონდა გამოსახლებებთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, ან ბავშვი ჰყავდათ, ასეთ შემთხვევაში მიმართული გვავქვს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შუამდგომლობით გამოსახლების გადავადებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რაც შეეხება გამოსახლებების პროცესის შეჩერებას, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა.

ბელთაძის თქმით, უჩა ნანუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იპოთეკით დაზარალებულებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics