2015-04-29 14:15:59, 344 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე გაიმართება.
თანამდებობა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დატოვა, ვინაიდან ყიფიანი მე-7 მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა, კანონმდებობის თანახმად, მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან