03:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:59:41, 2113 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს  ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე.

ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაერო-ს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იმ მძიმე გამოწვევების ფონზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გაერო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალური მდივნის მოწონება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხით.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics