|
2015-04-29 12:37:33, 436 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს
პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გაოუცხადოს, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ცნობისთვის, ერთი წლის განმავლობაში მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტი ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კი, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო დატოვა პოსტი. დღეს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)