2015-04-29 12:36:00, 334 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა.
ცნობისთვის, ყიფიანის საქმიანობით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტი უკმაყოფილოა. კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური განცხადებითაც მიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან