02:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 16:35:05, 2395 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მითი, განსხვავებული შეხედულების პარტიების შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით, დამსხვრეულია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის მაგალითს მიბაძავს, საერთო თანხმობის დოკუმენტის შესამუშავებლად დათმობაზე წავა, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო კონსენსუსი შედგეს.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტის ამოსავალი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებით ცვლილებები შეეხო -პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების საკითხს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების საკითხს, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო პროცესის შედეგად დაიდო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს, კონსტიტუციური მოწყობის როგორც "ქართული ოცნების" ხედვას, ასევე გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრის ხედვებსაც.

"იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.

უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ჩვენივე შეფასებითაც, ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან ისინი ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია.

მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან  ხედვამდე და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს საქართველოში იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები, მერამდენედ ძალას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხა და იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის თავისთავად მიუღებელია",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებულმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა  დათმობისა და კონსენსუსის მაგალითი  მისცეს მმართველ პარტიას - ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში და იმედია, იგი ამ მაგალითს გაიზიარებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics