02:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 16:29:01, 3082 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს-მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

„ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია. მას აქვს საფინანსო ინსტიტუტებში,  მათ შორის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში გახლდათ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის თანამშრომელი. წლების განმავლობაში მას ეკავა მაღალი პოზიციები კერძო სექტორში და დღემდე, მას ეკავა მაღალი თანამდებობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი და მთავარი ბანკირი.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორისთვის წარდგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს ისეთი თვისებები, როგორიც არის მაღალი კვალიფიკაცია, ასევე, მიუკერძოებლობა, პატიოსნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თვისება ახასიათებს ბატონ ირაკლის. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან თამამად წარმოგიდგინოთ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 80 ხმით აირჩია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics