|
2017-09-19 17:51:23, 2563 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს
ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედიის საშუალების ინფორმაციით, კიეზა ოკუპირებულ რეგიონში იტალიურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დელეგაცია იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი (209 ადამიანი დაიღუპა) მიძღვნილ საღამოს გამართავს. მედიიც ცნობით, წინა ვიზიტისას კიეზამ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო შემოთავაზება, ევროპარლამენტში ე.წ. რესპუბლიკის წარდგენასთან დაკავშირებით. "დღეს მივიღე ოფიციალური დადგენილება, იმის თაობაზე, რომ შემიძლია სამხრეთ ოსეთის ინტერესების წარმომადგენელი ვიყო ევროპარლამენტში. ამ ორგანიზაციაში არ მხოლოდ არ აღიარებენ რესპუბლიკას, არამედ არც კი იციან რაზეა საუბარი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როდესაც ვიყავი ევროპარლამენტის დეპუტატი ჩემი კოლეგები არც კი იცოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთი არსებობს, არ იცოდნენ მისი ისტორია, მიზეზები და გარემოებები მათთვის ასევე უცნობი იყო", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ყველამ გაიგოს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იტალიაში რამდენიმე კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება მოეწყობა. "ჩემი მიზანი არის საკმაოდ რთული უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ფუნდამენტური მომენტი იქნება, რომელიც დიდ სკანდალს გამოიწვევს, თუ გამოვა. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მხარს გვიჭერს. კერძო დეპუტატს აქვს უფლება გარკვეული ღონისძიებები გამართოს, ამიტომ დეპუტატების ჯგუფს შევკრავთ და ისინი პრეზიდენტს დაპატიჟებენ. თუ პრეზიდენტს ვერა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალიან გამიხარდება თუ ეს გამოგვივა", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)