2017-09-19 16:50:12, 2476 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც ესწრებოდა.
მათ უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელისაკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენშტაბის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტს რეზერვის კონცეფციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
ავტორი: ,