|
2017-09-19 15:14:58, 2246 ნახვა
პოლიტიკა
რიმა ბერაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
„ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, რიმა ბერაძე დღეს, ქურდიანის შესახვევისა და ზაზიაშვილისქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და თითქმის ბევრი შიდა ქუჩა. გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული,“- განუცხადა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატმა. რიმა ბერაძემ ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო. „სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვისპრიორიტეტულია, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ვნერგავთ და ვაუმჯობესებთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. კახა კალაძის მიერ გაცხადებული „ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკა ის რეალური გეგმაა, რომელიც ჩვენს ქალაქში შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას და მათი ცხოვრების პირობებს უკეთესს გახდის“ - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)