02:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 10:38:14, 1757 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში, კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იორდანიის, ინდონეზიის, იემენის, სამოას, ტოგოსა და იამაიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამან ალ საფადთან შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ინვესტიციები, ჯანდაცვა, განათლება. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლებს იორდანიის საინვესტიციო სააგენტო, მინისტრმა ასევე გამოხატა დაინტერესება საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. იორდანიამ ასევე მიულოცა საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა.

განათლების, სპორტის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს სამოას პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ტალეპა სალელე მალილეგაოისთან შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. აღინიშნა საქართველოს მზაობა ითანამშრომლოს სამოასთან მდგრადი განვითარების, ასევე ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში.

იამაიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან კამილა ჯონსონ სმიტთან შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნების თანამშრომლობას ტურიზმის, კარგი მმართველობის სფეროს და ორივე ქვეყნისთვის საინტერესო სხვა სექტორების მიმართულებით. იამაიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა იამაიკისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში როგორიც არის კორუფციასთან ბრძოლა, სამთავრობო სერვისები, ტურიზმის მენეჯმენტი. მან კმაყოფილებით აღნიშნა იამაიკის ანტიკორუფციული პოლიციის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს შსს-სთან. გამოითქვა დაინტერესება იამაიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. აღინიშნა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა და ამ ფორმატში ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო მარსუდისთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებულ წარმატებულ და ინტენსიურ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიხატა დაინტერესება ინდონეზიის როგორც რეგიონში მზარდი ეკონომიკისა და საქართველოს, ასევე როგორც რეგიონში საინვესტიციო, ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის  ურთიერთთანამშრომლობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინდონეზიის მხარე დაინტერესებულია და აქტიურად იზიარებს საქართველოს გამოცდილებას სამოქალაქო სერვისების რეფორმების მიმართულებით. ამ მიზნით საქართველოს ეწვევა ინდოენზიის წარმომადგებლობითი დელეგაცია ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის ხელმძღვანელობით. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინდონეზიის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

ტოგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც ტოგოელი ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას იღებენ საქართველოში, აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრების გაცვლის კარგი დინამიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა.  იემენის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულმალიკ ალ-მეხლაფთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების სექტორულ მიმართულებებზე და საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობაზე.

 კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, აღნიშნა გაერო-ს ფორმატში არსებული წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა და გამოითქვა იმედი როგორც ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის. ამ კონტექსტში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს გააცნო OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics