|
2017-09-18 21:48:12, 2048 ნახვა
საზოგადოება
„რესპუბლიკური პარტია“ ერთი და იმავე სქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებას ითხოვს
"რესპუბლიკურმა პარტიამ" მედიას არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალურმა ხაზთან“ და ექსპერტებთან ერთად მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები გააცნო. კერძოდ, პარტიამ რამდენიმე დოკუმენტის პრეზენტაცია გააკეთა, რომელთა შორისაა „სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“. „რესპუბლიკურ პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ ლგბტ წყვილების პირადი და ქონებრივი უფლებების უზრუნველსაყოფად, მათთვის სამართლებრივი გარანტიების მიცემა უნდა მოხდეს, საჭიროა საქართველოს სახელმწიფომ დაარეგულიროს მათ შორის წარმოშობილი ურთითერობები. ჩვენი ხედვა ეფუძნება ესტონურ პრაქტიკას. „რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულება რეკომენდირებულია მიღებულ იქნეს, როგორც ცალკე კანონი. ამას რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულებას მივიღებთ, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთ თავს, მაშინ მისი ადგილი იქნება სახელშეკრულებო სამართალში, რადგან ეს არის ხელშეკრულება. მაგრამ ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს ერთნაირსქესიან წყვილთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მისი ადგილი საოჯახო სამართალშია. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი ეხება საოჯახო სამართლს, რომლის პირველი კარი ქორწინებას ეხება. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს მთლიანად მეხუთე კარი. უნდა განისაზღვროს ქორწინებისა თუ პატრნიორობის ხელშეკრულების ადგილი, მაგრამ რადგან ჩვენი მიზანი არის, რომ პარტნიოროის ხელშეკრულება ეხებოდეს, მხოლოდ ქონებრივ და პირად უფლებებს და არა შვილად აყვანას, ამიტომ უპრიანია მიღებულ იქნეს ცალკე კანონი, ისევე როგორც ,,ანტიდისკრიმინაციული“ კანონი. უნდაგანისაზღვროს, ვის შეუძლია რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადება. აქ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107 მუხლი - პირთა ასაკი და თანხმობა, 1120 მუხლი - ქორწინების დამაბრკოლებელი პირობები. კანონში უნდა განიმარტოს რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამ შემთხვევაში, უპრიანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151—1171 მუხლების ადაპტირება რეგისტრირებული პარტნიორების ხელშეკრულებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ უფლება საქორწინო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა. როგორც ესტონურ კანონში, ასევე საქართველოს კანონში რეგისტრირებული პარტნიორების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პარტნიორთა ურთიერთრჩენის ვალდებულების შესახებ (სსკ 1182—1186). არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება (ესტონურ კანონში ეს შესაძლებლობა დაშვებულია). პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება. პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება. პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება. პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ოჯახურ ძალადობად, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის შენიშვნაში უნდა შევიდეს ცვლილება და როგორც მეუღლე, ასევე პატრნიორი ამ მუხლის მიზნებისთვის უნდა იქნეს მიჩნეულად ოჯახის წევრად. რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონის მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში უნდა დაემატოს: „რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადებისა და გაუქმება“ (2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია : დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, რეგისტრიებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადებისა და გაუქმების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია;)“,-ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ლგბტ პირებს შორის ურთიერთობის ასე რეგულირება შესაძლებელს გახდის მათი ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს მხოლოდ აკვიატებული და გაუაზრებელი იდეა. ევროპული სივრცე გულისხმობს ინდივიდის და არა ინდივიდთა ჯგუფის დაცულობას, ადამიანის და არა დომინანტი ჯგუფის უპირატესობას.ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტები, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულებელყოფდეს ლგბტ ადამიანებს“,-აღნიშნავენ „რესპუბლიკურ პარტიაში.
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)