|
2017-09-18 20:50:51, 1549 ნახვა
საზოგადოება
19 სექტემბრის ანონსი
10:30 საათზე უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველოს", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატ, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდებიან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310) ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" 19 სექტემბერს 11:00 საათზე ჩატარდება პრესკომფერენცია. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი", დაზარალებულები ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი გაასაჯაროვებენ მოთვალთვალე პირების ფოტოსურეთებს და ვიდეოჩანაწერებს. 19 სექტემბერს, 11 საათზე საყდრისის კომიტეტი კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის'' (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გაასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ (15.12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს. მის.: მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი) საკოტაქტო პირი: ნინო ბურჭულაძე 551 19 11 55 ანა მიქაუტაძე 599 717221 ხვალ 11:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, საქართველოს პარლამენტის სასახლე; პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ი.გაგარინის 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) „თედექს თბილის"-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი", არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის" (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, „თედექს-თბილისის" წარმომადგენელი მერი გაბაშვილი და „თედექს თბილისის" 2017 წლის სპიკერები. 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მის.: ნოე რამიშვილის ქ.№38, შინაგან საქმეთა სამინისტრო. 6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa", კიდევ ერთ მასშტაბურ ფესტივალს, სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti" ჩაეყრება საფუძველი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ლისი ლაუნჯში" გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და კომპანია „Eastern Promotions"-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან. ხვალ, 13:00 საათზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ორი“ მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი. თბილისი, რუსთაველის N8; ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) ხვალ, 13:15 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის.: ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი; ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული. 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, რუსთაველის გამზ. 8, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული. 14:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი; კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 15:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8; კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული 17:00 საათზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა, საგარეო ურთიერთობათა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული) 19 სექტემბერს, 17:00 საათზე, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს შეხვედრას ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში. ჯასტინ მაკენზი სმიტი ისაუბრებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მიმოიხილავს ბრიტანეთის საელჩოს მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო გეგმებს, ასევე პასუხს გასცემს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. ღონისძიბაზე დასწრება თავისუფალია.
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)