01:45 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 18:03:07, 1903 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობა: ოკუპირებული აფხაზეთი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათი მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც,   ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების  განხორციელებითა და  ხელშეკრულებების გაფორმებით  ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც  დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა  ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა. 

საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური  ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის.

მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა  აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

  

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics