|
2017-09-18 11:17:37, 1953 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც საბერძნეთის გავლით ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით, ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა წარმოიქმნება რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. "გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ.
უძილაურას ჯაშუშობაში ბრალდებულების საქმეს, საიდუმლო გრიფი მიენიჭა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)