01:45 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-17 18:52:43, 2112 ნახვა

პოლიტიკა
სავაჭრო-სამრეწველო პალატა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო. 

მათივე ცნობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებ-გვერდზე  უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. 

„პირველ რიგში  გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იმ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ და მისი ხელშეუხებლობა დადასტურებულია  საქართველოს კონსტიტუციით, კანონის შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კანონით სწორედ ჩვენი პალატის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საქართველოს იურისდიქციის  აღდგენამდე განთავსებულია თბილისში. 

შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური. სრულად ვიზიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე და ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო. 

ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ისინი არიან პალატების სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებ-გვერდზე  უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე“,-აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics