|
2017-09-16 16:11:28, 1883 ნახვა
საზოგადოება
„მრავალეროვანი საქართველო“ დმანისის დარღვევებს ასაჯაროებს
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მედიის საშუალებით გავრცელდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის - გოგი ბარბაქაძის განცხადება, სადაც იგი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მასზე და სხვა კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, მისივე ინფორმაციით კანდიდატების ნაწილმა ზეწოლას ვერ გაუძლო და კეჭისყრაზე უარი განაცხადა. „მრავალეროვანი საქართველო“-ს აზრით, დმანისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით ორი განსხვავებული საკითხი ფიქსირდება. კერძოდ: 1) დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ბარბაქაძის მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომელიც ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწმეებთან გასაუბრების შედეგად დასტურდება. საქმე ეხება, გამგებლის მხრიდან, მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებისაგან მხარდამჭერთა სიების შეგროვებას. სწორედ, მოცემული დავალების შეუსრულებლობის გამო, გათავისუფლებულია 3 სოფლის რწმუნებული. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოთხოვნით, ამ საკითხს იხილავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია. ასევე, საქმეში ჩართული მხარეებიდან ახსნა-განმარტებები მოისმინა დმანისის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიამ. მათ მიერ, გამოგზავნილ პასუხში ირკვევა, რომ რწმუნებულები ადასტურებენ სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დავალების შეუსრულებლობის, მხარდამჭერთა სიების შედგენაზე უარის თქმის, გამო მოხდა მათი დათხოვა აღნიშნული პოზიციებიდან. ამ ეტაპზე, უწყებათაშორის კომისიაში, პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. 2) რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც მოიცავს გამგებლის მიერ დასახელებულ ბრალდებებს „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა ცესკოს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, საკითხი ეხებოდა, მოცემულ ოლქში დარეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობას. არასამთავრობოს სურდა დაედასტურებინა მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატთა ზუსტი ნუსხა ოლქის მასშტაბით. რადგან მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, ან ვერ შეძლო დარეგისტრირება და ავტომატურად ამოვარდა მონაწილეთა სიიდან. დამატებით, მინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე, დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს პასუხი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - გ. ბარბაქაძე, განაცხადი, კი უკან არავის გაუთხოვია. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა აგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას და ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის განცხადებას გააკეთებს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი განსხვავებული საკითხი არ არის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის და გამგებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მის ბრალეულობას არ შეამსუბუქებს. ბოლოს, კი გვინდა სიტუაციური ანალიზი აღგიწეროთ ოლქის მასშტაბით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელთარსებული ინფორმაციით დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, ამომრჩევლებზე ზეწოლას. უფრო მეტიც, ადგილზე შექმნილია არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიმდინარე წლის 11 სექტემბერს „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას რათა დმანისის მუნიციპალიტეტში ჩაატაროს კომისიის გასვლითი სხდომა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ ვაცხადებით, რომ „მრავალეროვანი საქართველო“ აგრძელებს საკითხზე ღრმა მოკვლევას და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ ინფორმაციას, მოცემული თემის ირგვლივ. (NS)
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)