|
2015-04-28 18:04:00, 361 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ნინო გვენეტაძეს შევპირდი, რომ მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ფინანსურ საკითხებში დავეხმარებით
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უზენაეს სასამართლოს ეწვია. მთავრობის მეთაურმა მოსამართლეებთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თემებს. განიხილეს სასამართლოს რეფორმების მესამე ეტაპთან დაკავშირებული კანონპროექტი და ფინანსური საკითხები. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს პირისპირ შეხვდა. "ჩემთვის არის ნამდვილად საამაყო, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ავირჩიეთ ქალბატონი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ის არის ძალიან დიდი მიღწევა და მე ვიტყოდი, დიდი პროგრესი, ძალიან სერიოზული განაცხადი, ეს რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას გააჩენს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენს პირობებში სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩარევისგან. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ერთმანეთს. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა მოსამართლეებთან, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მიდგომებს და გვაქვს ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მოსახლეობის მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობა დამტკიცდეს და გახდეს ძალინ მაღალი და მყარი. ეს არის ჩვენი მთავრი ამოცანა. მთავრობა მაქსიმალურად ხელს შევწუყობთ ამ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მოსამართლეების ფინანსურად უზრუნველყოფა. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროს მოსამართლეების ხელფასები გავზარდეთ, უზრუნველყავით მათი ფინანსური სტაბილურობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი იგრძნონ დაცულად.შევპირდი ნინო გვენეტაძეს, რომ მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას ფინანსურ საკითხებში, როგორიცაა შენობის გაფართოება და ა. შ. ვისაუბრეთ ხარვეზებზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი ამ სისტემაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სჯერა, ნინო გვენეტაძე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს. "ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ქალბატონი ნინო თავის გუნდთან ერთად შეძლებს, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა გაჩნდეს და სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდეს.ჩვენ აღმოვუჩენთ დანარჩენ საკითხებში დახმარებას.მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა და ეს არის მეტად საპასუხიმგებლო თანამდებობა და ძალიან მძიმე ჯვარი როგორც იტყვიან, მაგრამ მე მჯერა, რომ ნინო გვენეტაძე ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერა, მართლმსაჯულების მუზეუმი, საბჭოთა დარბაზი და #6 სხდომათა დარბაზი მოინახულა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)