17:06 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:55:19, 2197 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკთან საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით წარსდგა, რომელშიც მან მსოფლიო ბანკთან წარმატებულ ურთიერთობებსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

საზეიმო მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა,  ასევე დაესწრო და მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა.

საზეიმო მიღების მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები,  მოისმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიდეომისალმება.  

მიღება საქართველო-მსოფლიო ბანკის 25-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი საზეიმო დღის წესრიგის ბოლო ღონისძიება იყო.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics