04:00 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:43:28, 2126 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა

მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით  გამოსვლისას.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  პარტნიორობის 25 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით გაძლიერდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
 
„ამავე დროს, რეფორმებისთვის აუცილებელია მათი შემდგომი იმპლემენტაცია. ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ ისაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ნაბიჯებამდე, კონკრეტულ ქმედებებამდე მიგვყავს. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკთან ერთად ბევრი გაკეთდა. მაგალითად, ბიუჯეტის მხარდამჭერი ბოლო ორი პროგრამის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს მიღება, რაც მნიშვნელოვანი რეფორმაა საბიუჯეტო თანხების სწორად გადანაწილებისა და ეკონომიკაში ინვესტირებისთვის, ასევე, აღსანიშნავია მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ბიზნეს გარემოს შემდგომი სრულყოფა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის შექმნა, ექსპორტის, ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციების კუთხით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  
 
ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.
 
ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics