|
2017-09-15 14:06:04, 2132 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერ კულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ფარგლებში, ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. ლექციის ძირითადი თემა EBRD - სა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო. კერძოდ ყურადღება ძირითადად ტრანსპორტის სისტემაზე გამახვილდა. თბილისის მერმა სტუდენტები მუნიციპალურ ავტობაზაზეც დაპატიჟა და მათთან ერთად ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსით იმგზავრა. სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ახალი, თანამედროვე 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ავტობაზა და იქ არსებულ სიახლეებს გაეცნენ. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. „საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ და გერმანელ სტუდენტებს წავუკითხე ლექცია EBRD საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემასა და ახალი ავტობუსების პროექტს ეხება. ასევე გვქონდა საუბარი ევროკავშირის თანადაფინანსებაზე გარემოსდაცვითი პროგრამიდან, რომლითაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება მოხდა. შემდეგ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ჩვენს ახალ ავტობაზას, სადაც ავტობუსებია განთავსებული. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო და გვიხარია, რომ სტუდენტებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი დავით ნარმანია, თავად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერ კულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ხელმძღვანელი.
(NS)
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)