01:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 13:05:36, 2083 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში,  მწვანე სივრცეებისა და  კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.

„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორგანვითარებას,თუმცა, ახლა,გულწრფელადმინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერიობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

„მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორია, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics