13:40 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:35:25, 2154 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის შედეგები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგგმილი რეფორმები, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის და პროექტების მიმდინარეობის საკითხები.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მსოფლიო ბანკთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის. მისი განცხადებით,  უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ არაერთ სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics