18:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:35:14, 906 ნახვა

სხვადასხვა
ნიუ-იორკში, 88 წლის ასაკში ლგბტ აქტივისტი ედიტ უინდზორი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში, 88 წლის ასაკში ლგბტ აქტივისტი ედიტ უინდზორი გარდაიცვალა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უინდზორმა 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობასთან ბრძოლა დაიწყო იმისთვის, რომ ოჯახების დაცვის შესახებ კანონში ერთსქესიანი წყვილებიც ჩაემატებინათ.

გამოცემა წერს, რომ ედიტ ვინდზორის ბრძოლამ აშშ-ში მცხოვრები ყველა ჰომოსექსუალის ცხოვრება შეცვალა.

ედიტ უინძორმა და მისმა პარტნიორმა, ფსიქოლოგმა ტაია სპაიერმა, ორმოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ,  2007 წელს კანადაში იქორწინეს. სწორედ ამ წელს დაუდგინდა სპაიერს გაფანტული სკლეროზი, ხოლო 2009-ში ის გარდაიცვალა. სპაისერმა ქონება ედიტ უინდზორს დაუტოვა, თუმცა მასზე არ გავრცელდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, ისე როგორც სხვა ქვრივებზე. ამასთან, მას 300 ათას დოლარზე მეტი გადასახადი დაუწესეს.

უინდზორის სასამართლო პროცესი 2010 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, რომელიც მან 83 წლის ასაკში მოიგო.  2016 წელს მან მეორედ იქორწინა. მოგებული სასამართლოს მეშვეობით უინდზორის ქონება მის მეორე მეუღლეს ჯუდიტ კასენ უინდზორს დარჩა.

მის გარდაცვალებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოეხმაურა.

“მთელი დღე ვფიქრობდი მილიონობით უცნობ გმირზე, რომელთა საქციელი დაეხმარა ქვეყანას გაეგო, რომ სიყვარული არის სიყვარული და საბოლოოდ ჩვენ უფრო თავისუფლები გაგვხადა“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics