12:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:29:07, 1893 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა

საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“  კასპში პირველი სოციალური - წნელისგან ავეჯის და სხვადასხვა ინვენტარის დამამზადებელი საწარმო შექმნა.

2016 წელს საქართველოს ბანკის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, კასპის შშმ პირთა კავშირის პროექტმა 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული დაფინანსებით  გარემონტდა, შშმ პირებისთვის ადაპტირდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა,  სოციალური საწარმო. აღსანიშნავია, რომ 3 თვის განმავლობაში 7-ი შშმ პირი პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე დაეუფლა წნელზე მუშაობის ხელობას, როგორიც არის:  წნელის გამოხარშვა, გაფცქვნა, დამუშავება და მისგან კალათების, ჭაღების, თასების, ავეჯის და ა.შ ნაკეთობების დამზადება. ბენეფიციარებმა, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, დასაქმდნენ აღნიშნულ სოციალურ საწარმოში და გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლის წყარო. მათ ასევე შესაძლებლობა გაუჩნდათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროცესებში, სოციალური საწარმოს სახით უკვე არის სწორედ მათთვის განკუთვნილი ადაპტირებული შეკრების ადგილი - სოციალიზაციის და საქმიანობის სივრცე.

სოციალური საწარმოს შემოსავალი კასპის შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ მიზნებს მოხმარდება, ეტაპობრივად მოხდება საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმების ზრდა.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics