12:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 13:21:01, 1994 ნახვა

საზოგადოება
“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი”,,სიცოცხლის ფესტივალთან’’ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

18 სექტემბერს, 13:00 საათზე “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი”, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში’’ (Biltmore Hotel Tbilisi) ,,სიცოცხლის ფესტივალთან’’ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ფონდი უკვე მეხუთე წელია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად, ჩართულია საერთაშორისო მოძრაობაში და სექტემბერი კი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა!

2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი’’ სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალი სტარტს თბილისში 17 სექტემბერს აიღებს და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქალაქ ქუთაისში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება. ორკესტრთან ერთად ქუთაისელი მსმენელის წინაშე  მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე წარსდგება. ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, რომელიც „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდამჭერია.  

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ ერთადერთია  საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს.

ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში  ყოველწლიურად 50 ბავშვს ესმება ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე დიაგნოზი,  აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე  300  ბავშვს ესაჭიროება მრავალჯერადი დახმარება.

2015 წელს,  საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბერი ანდრიას ფონდს, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა 20 წლით, სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად.

ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით   დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ  სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 29 მეორე სართული, საკონფერენციო დარბაზი, საკონტაქტო პირ: ბერი ანდრიას სახელობის ფონდი: მირანდა კუპრავა, 599-282806, mirandolina.kuprava@gmail.com





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics