|
2017-09-13 20:57:36, 773 ნახვა
რეგიონი
გურჯაანის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეხვედრებით დაიწყო
,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არჩილ ხანდამაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. "სოფელ კახიფარიდან დავიწყე ჩემი შეხვედრები ამომრჩეველთან. ადგილობრივების ძირითადი თხოვნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. მე, თითოეულ ჩემ თანამოქალაქესთან ერთად შევძლებ, რომ სოფელში არსებული გამოწვევები იქნეს გადალახული და ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშილმა. მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია განვითარების პოტენციალი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას. "ვამაყობ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და მერობის კანდიდატად დამასახელა. სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა. მერობის კანდიდატმა შეხვედრები რამდენიმე საოჯახო მარანში, სოფელ შაშიანში, სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანშიც გამართა. „ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საოჯახო მარნების მიერ დაყენებული ქვევრის ღვინის განვითარებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ქვევრის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ადგილობრივად, სოფელში დოვლათის შექმნას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)