|
2017-09-13 16:52:24, 1957 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე ლიტვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. „ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მათთან თანამშრომლობა როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირის ფარგლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მეგობრობის ჯგუფთან შევედრები საპარლამენტო და აღმასრულებელ დონეზე“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილი ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. პავილიონისმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ამ პროცესის თანმხლებ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერშიდაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. ვიქტორ დოლიძემ ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს სამიტის ფარგლებში ქართული მხარის პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)