|
2015-04-28 15:43:14, 468 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, საბჭოს სხდომას მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნატალი ჰულუ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონ ევოლკენი, FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თორნიკე ცაგარეიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე დაესწრნენ. სოზარ სუბარმა საბჭოს წევრებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა" და „სოფლად სახლის“ პროგრამებზე. დაკანონების პროექტის ფარგლებში, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 10 000 დევნილი ოჯახი გახდება. ამასთან, საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია სამინისტროში მოქმედმა ახალმა პროექტმა, რომელიც დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვას ითვალისწინებს. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დროებითი საექსპერტო ჯგუფების შექმნის საკითხი. შეიქმნა სამი საექსპერტო ჯგუფი: სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლის, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწისა და პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)