|
2017-09-12 07:23:32, 2101 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ევროკავშირის დახმარების გარეშე, საქართველოს შენარჩუნებაც კი შეუძლებელი იქნებოდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს ძლიერი ევროკავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვეთის მსგავსი ქვეყნების ევროკავშირისკენ სვლას, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და მშვიდობას ჩვენს რეგიონში“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს ძლიერი ნატო, რომელსაც შეეძლება აგრეთვე უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „აშშ-ის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ასეთი წინსვლა. ევროკავშირის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თვითონ ქვეყნის საქართველოს შენარჩუნებაც კი. საქართველო მუშაობს ამ მიზნის ირგვლივ, რომ განავითაროს ქვეყანა, წაიყვანოს წინ, არ შევცვალოთ საგარეო პოლიტიკა და არ დავთმოთ ტერიტორიები. აუცილებელია ყველა ქვეყნის მხარდაჭერა, შეთანხმება ჩვენს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)