00:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 01:58:04, 2237 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

„რამდენიმე დღეში საზოგადოებას უკვე ვიზუალურად დამუშავებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარვუდგენ, რომელთა განხორციელებას მომავალი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ“,-ამის შესახებ   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისნის რაიონის, კერძოდ, ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანი უკვე მესამე უბანია, სადაც კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეკოლოგიური გამოწვევები კომპლექსურად და მასშტაბური მიდგომით უნდა გადაიჭრას.

კახა კალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელდება თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტი, შეიქმნება ვრცელი მწვანე ზონა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე.

როგორც მან აღნიშნა,  განახლდება მუნიციპალური ავტოპარკი და ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება გაცილებით უსაფრთხო ავტოტრანსპორტით, ასევე, მოხდება მეტროსადგურებისა და ვაგონების სრული რეაბილიტაცია, მერია კი მხარს დაუჭერს ავტოტექდათვალიერების შემოღებას.

მისივე თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვაზისუბნის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატები ლევან დავითაშვილი და ილია ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ასევე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე, ლევან კობიაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics