12:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:01:23, 491 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ტარდება. 

სემინარის დაწყებამდე ჟურნალისტებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი მიესალმნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მედია-სემინარი მიზნად ისახავს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას საპოლიციო განათლების საკითხებში და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ; მსგავსი სემინარი მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის პირველად ტარდება.

სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავს პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ჟურნალისტის დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხები. ასევე ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშოები. სემინარს უძღვებიან აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ინსპექტორი ივანე ხაჟალია და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო საგინაშვილი.

სემინარის მეორე დღეს ჟურნალისტები გაეცნობიან პრეზენტაციას თემაზე „სწავლება შსს-ს აკადემიაში“, რომელიც აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი წარადგენს. პრეზენტაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული და აკადემიური სწავლებები შსს-ს აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მიღების პროცედურები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა, რის შემდეგაც, სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ აკადემიას - კომპიუტერულ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, ინგლისური ენის ცენტრს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, კრიმინალისტიკურ კაბინეტს, საერთო საცხოვრებელს, სპორტულ დარბაზებს, აუზს, რეალურ და ვირტუალურ ტირებს.

სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics