|
2015-04-28 13:56:57, 574 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდმა 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა
სოლიდარობის ფონდმა ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, მათგან 40 საზღვარგარეთ გაიგზავნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდნენ. როგორც ნინო კობახიძემ აღნიშნა, ბიზნესასოციაცია დიდი სამუშაო სადილის გამართვას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიზნესი და შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. "უკვე 88 ბავშვი დაფინანსდა, აქედან 40 გაიგზავნა საზღვარგარეთ. დაფინანსდა ძვირადღირებული მკურნალობები, მათ შორის 200 000 დოლარის მოცულობით, ისეთი დაავადებების მკურნალობის ასანაზღაურებლად, როგორიცაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ ბუკა ნიკურაძე, რომელიც სოლიდარობის ფონდის ჩართულობით უკეთ გახდა და შესაძლებობა მიეცა რომ ოპერაცია გაეკეთებინა თურქეთში. ასევე ვგეგმავთ ყველა საერთაშორისო დონეზე კლინიკებთან თანამშრომლობას, რომ რაც შეიძლება დაბალი ტარიფები მივიღოთ სოლიდარობის ფონდის მიერ გაგზავნილი ბავშვებისთვის. ასევე გვინდა იმდენი შევაგროვოთ, რომ შესაძლებელი გახდეს დამატებითი ფასდაკლებების მიღება ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის", - განაცხადა კობახიძემ. სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებისა და ბიზნესასოციაციის წევრებმა შეხვედრაზე ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილეს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, ბიზნესასოციაცია ფონდთან ერთად აქტიურად იმუშავებს. "მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების კუთხით საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. როგორც იცით ბიზნესასოციაციის წევრები აქტიურად ვმუშაობთ ქველმოქმედებით მიმართულებით. ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები აქტიურად თანამშრომლობენ სოლიდარობის ფონდთან. ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას სოლიდარობის ფონდის დახმარებისთვის. ჩვენი აზრით, იქნება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესასოციაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის", - განაცხადა ჭირაქაძემ. ამ ეტაპზე ფონდის მუშაობაში 40 ათასი საჯარო მოხელე და 17 ბიზნესსტრუქტურაა ჩართული და 2,5 მილიონი ლარია მობილიზებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)