14:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 13:51:38, 370 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, სრული აფსურდია

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება სრული აფსურდია, მაგრამ პროკურატურამ როინ ასანიძის დნმ-ის ნიმუშების საექსპერტო კვლევის გადაწყვეტილება თავად ასანიძის სურვილის გამო მიიღო.

მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

ამასთან ირაკლი შოთაძის განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე დნმ-ის ჩადება მოხდა აბსურდია.

შოთაძე აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილიდან ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება ოჯახის ადვოკატების, მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კრიმინალისტების თანდასწრებით მოხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება ტყუილია, ჩვენ მივიღეთ მხედველობაში თვითონ ასანიძის სურვილი. თქვენ ყველამ წარმოიდგინეთ თავი მის ადგილზე, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და გაბრალებენ მძიმე ფაქტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიც არსებობდა ამ საკითხისადმი, მანაც ითხოვა და პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა. პასუხების უახლოეს დღეებში იქნება და საზოგადოებას შედეგებს ვაცნობებთ. სოსანაშვილის ვერსია არის აფსურდი, იქიდან გამომდინარე, რომ დნმ-ის პროფილი დადგენილი იყო მიმდინარე წლის 24 თებერვალს. ამ დნმ-ის პროფილებთან მოხდა 50-მდე სხვადასხვა მოქალაქის დნმ-ის შედარება. გია სოსანაშვილის დაკავება მოხდა თუ არ ვცდები 7 მარტს, შესაბამისად, იმ დროიდან, როდესაც დნმ-ის პროფილები დადგინდა საქმეზე, სოსანაშვილის დაკავებამდე გასული იყო დაახლოებით ორი კვირა. შესაბამისად იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აფსურდი. შემთხვევის ადგილის დათავლიერებას გამომძიებლებთან ერთად ესწრებოდნენ ოჯახის ადვოკატები, მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, კრიმინალისტები და მათი თანდასწრებით მოხდა ყველა ნივთიერთი მტკიცებულებების ამოღება, დალუქვა და საექსპერტო ბიუროში გადაგზავნა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლის, როინ ასანიძის დნმ-ის ნიმუშების საექსპერტო კვლევაზე გადაგზავნა მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics