10:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 05:15:45, 2236 ნახვა

საზოგადოება
"შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილესთან, ნინა ხატისკაცთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად, "შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო. 
ადგილზე ის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც არქეოლოგიურ გათხრებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
ჩატარებული გათხრების შედეგად, აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.
თბილისის მერის განცხადებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშები იქნა ნაპოვნი, რომლებიც შემდგომ კვლევას დაექვემდებარება და გადატანილი იქნება ეროვნულ მუზეუმში.
„ისტორიულად ცნობილ, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა კვლევები. ყველა ის ადგილი იქნა გათხრილი, რომლებიც ვახუშტის რუკაზე არის დატანილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს, ტურისტებისთვის მიმზიდველი, კიდევ ერთი ადგილი შეემატება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა", "საჯოგისა“ და „თრელიგორების  ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური  სამუშაოები „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics