|
2017-09-10 05:29:11, 2210 ნახვა
საზოგადოება
შავნაბადას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორიიდან ცოცხალი ძალის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. შავნაბადას მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი. პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)