|
2017-09-09 04:03:36, 2971 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში მკითხავთან ერთად ნემსებიანი თოჯინა იპოვა
„TV პირველმა“ პირველმა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოში დაკითხვის აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი გაავრცელა. ჩანაწერში ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის მდივანმა, შორენა თეთრუაშვილმა მკითხავთან ერთად საპატრიარქოს შენობის სხვენში ნემსებით დაჩხვლეტილი თოჯინა აღმოაჩინა. "მინდა პატრიარქის მკითხავის შესახებ მოგახსენოთ. ეს ჩემი წამოსვლიდან ერთ კვირაში მოხდა. ზურა ბუჩუკურმა აღმიწერა ეს სიტუაცია, რომ მკითხავი მიიყვანა შორენამ საპატრიარქოში და იქ რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს. ამ ჯადოს აღმოჩენაში საინტერესო ის იყო, რომ კარები, რომელიც სხვენში იპოვეს, კარი, რომლის გასაღებიც შორენას ქონდა ყოველთვის, რატომღაც ეს გასაღები არ აღმოაჩნდა მას და "ბარგალკით" გაიჭრა კარი. იქ იპოვეს რაღაცა თოჯინა რაღაც ნემსებით და ასე შემდეგ. შორენამ პატრიარქს უთხრა, რომ ამისი ბრალი ყოფილა ყველაფერი, რაც ხდებოდა. და ახლა ყველაფერი დალაგდებაო", - ამბობს ოხანაშვილი. გარდა ამისა, ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. „გიორგი შორენასთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო, ერთმანეთთან კარგად იყვნენ. შორენა პირველად დამელაპარაკა გერმანიაში. აი ესე დაიწყო ეს საუბარი: გავიგე, რომ იჭერენო, მაგრამ ამ ტირილში ცოტა სიხარული დავინახე. ხელი მომკიდა და მოკლედ მიშველე და რაღაც", - ამბობს ოხანაშვილი.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)