|
2017-09-09 03:56:31, 2719 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილს გერმანიიდან პატრიარქის ამოკვეთილი ნაღვლის წამოღება სურდა
„TV პირველმა“ პირველმა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოში დაკითხვის აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი გაავრცელა. გავრცელებულ ჩვენებაში ოხანაშვილი აცხადებს, რომ გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს საქართველოში ილია მეორის ამოკვეთილი ნაღველის წამოღება სურდა, თუმცა მას გერმანელმა ექიმებმა მოთხოვნაზე უარი უთხრეს. ტელეკომპანიის ცნობით, სოსო ოხანაშვილმა ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე ისაუბრა. ამასთან, სასამართლოში ოხანაშილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა მას გველის შხამის შოვნა სთხოვა. "გველის შხამზე შორენას ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, რომ მას ეს სჭირდებოდა რაღაც წამლის დასამზადებლად, რაზეც ჩვენ დავცინეთ, ეს ხომ სასაცილოა", - ამბობს ოხანაშვილი. სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)