|
2017-09-07 07:46:24, 2370 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი პროდუქტი ახალშობილებისთვის - სამშობიარო სახლები დღეიდან ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით უფასოდ მომარაგდება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთათვის საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. ახალშობილის საიდენტიფიკაციო პირველი სამაჯურები, თბილისში იმედის კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მოარგეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDC Healthcare -სგან მიიღო. PDC (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია, სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების მყისიერი ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში". პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოამარაგებს.
(NS)
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)