23:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 07:36:04, 720 ნახვა

რეგიონი
ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელის პერსონალისათვის კონფერენცია გაიმართა

აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, დღეს პირველადი ჯანდაცვის ქსელის პერსონალისათვის გაიმართა კონფერენცია.

კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტი ზაალ მიქელაძე, სილეზიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი პროფესორი იან ზეიდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ქსელისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

,,საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ თანახმად, აქტიური ინფექციის მატარებელი პირების გამოვლენის ხელშეწყობა, სკრინინგული ღონისძიებების ფართოდ დანერგვა და მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა;

რეგიონში იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელთა გაუმჯობესების მიზნით, სამიზნე დონის მისაღწევად არსებული პრობლემების გამოვლენა და რეკომენდაციების გაცემა იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

ალერგიული დაავადებების, ასთმის ადრეული გამოვლენა და შემდგომი მკურნალობა. საქართველოში, ბელორუსიაში, უკრაინასა და პოლონეთში ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა. აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობს პოლონელი პროფესორი იან ზეიდა, სილეზიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი.

ცნობისათვის, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ დაახლოებით 150 ათას ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა 80%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ინფიცირებულია. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე რეგიონში, 28 ივლისის მდგომარეობით, მკურნალობაში ჩართულია 2591 პირი, მ.შ. ბათუმში 1521, ქობულეთი 696 , ხელვაჩაური 309, ქედა 21, შუახევი 21, ხულო 23. მკურნალობა დაასრულა და გამოჯანმრთელდა 1417-მა პირმა, მ.შ. ბათუმში მუნიციპალიტეტებში -575. მკურნალობას აგრძელებს 590 ბათუმის და 44 მუნიციპალიტეტების მკვიდრი.

იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ, EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან. აჭარის რეგიონს ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელთა დონის მიხედვით ქვეყანაში წამყვანი პოზიცია აქვს, თუმცა ადგილობრივ დონეზე ცალკეული ანტიგენის მიმართ მოცვა, ჩამორჩება სამიზნე დონეს (95%).

ალერგიას არც თუ უმიზეზოდ უწოდებენ ჩვენი საუკუნის დაავადებას. თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში მოსახლეობის 10-30%-ს სხვადასხვა სახის ალერგია აწუხებს. ეს მაჩვენებელი მზარდია, რასაც ერთის მხრივ, განაპირობებს თანამედროვე სამყაროში სინთეზური ნივთიერებების სიჭარბე. აგრესიული გარემოს, მემკვიდრული წინასწარგანწყობის და ალერგიის ხელშემწყობი მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად, ალერგიის განვითარების პროფილაქტიკა გარკვეულწილად მაინცაა შესაძლებელი. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ძუძუთი ექსკლუზიური (მხოლოდ დედის რძით კვება) კვება, ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ალერგიის განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. ალერგიის პროფილაქტიკის და მკურნალობის ერთ–ერთი ძირითადი საშუალება გამომწვევის ელიმინაცია, ანუ მასთან კონტაქტის აღკვეთაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics