16:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 05:44:49, 2065 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: უკრაინამ კითხვაზე - რჩებოდა თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა, დადებითი პასუხი მიიღო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, უსაფუძვლოა.

მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს მომართა კითხვით - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ძალაში, რაზეც მინისტრის თქმით, დადებითი პასუხი მიიღო.

„კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, მორიგჯერ, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული და იგივე დოკუმენტაცია. თქვენთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციებიდან, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ არის ძალაში. უკრაინული რისთვის არის ან არ არის მზად, ეს არ შეიძლება ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდეს. ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ უკრაინულმა მხარემ. ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი სჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული და იქნება კითხვები გამოძიებისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი იზიარებს სოზარ სუბარის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება სააკაშვილი მის სასამართლო პროცესებს თავად დაესწროს.

"ეს არ არის მხოლოდ ბატონი სუბარის აზრი, არსებობს ჩანაწერი ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტები, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულმა იმისთვის, რომ სრულად განახორციელოს სამართლიანი სამართლო უფლებიდან გამომდინარე მისი უფლებები, აჩვენოს რომ ის მართალია, კარგია, რომ ის არის სასამრთლოს დარბაზში. ეს არ გამოუგონია ბატონ სუბარს“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics