16:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 05:34:10, 2027 ნახვა

კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: EBRD-ს პრეზიდენტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთავრობის მუშაობა ზედმიწევნით სწორია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ჩაიდოს EBRD-ის და ევროპული ბანკების მომავალი ინვესტიციები.

"მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას ემსახურება. ბატონი ჩაკრაბარტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთავრობის მუშაობა ამ მიმართულებით ზედმიწევნით სწორია. ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე გადაიდგა და მომავალშია დაგეგმილი არის აბსოლუტურად ადეკვატური და ემსახურება იმ გამოძახილს, გამოწვევებს, რომელიც არამხოლოდ რეგიონში, არამედ თუნდაც მსოფლიო მასშტაბით არის. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ჩაიდოს EBRD-ის და ევროპული ბანკის მომავალი ინვესტიციები. საქართველო არის სწორედ იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც იყო 2000 წლის დასაწყისში ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ასევე, ბალტიის ქვეყნები, როდესაც მათი ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული მოწყობა იმ პერიოდში დაიწყო, რომლის შემდგომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხერხდა ევროკავშირის ზონაში. ანალოგიურ ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო და ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძახილი უკვე გატარებული რეფორმებისა და იმისა, თუ რამდენად სწორად თანამშრომლობს ჩვენი ხელისუფლება როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. რაც ყველაზე მთავარია, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორ და გრძელვადიან მომავალზე გათვლილ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სიგნალი, რომელიც გუშინ გამოსცა ჩვენმა კოლეგამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბიჯებს, რომელიც დაგეგმილია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ზედმიწევნით სწორად განვახორციელებთ",- განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics