|
2017-09-07 04:23:05, 2238 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: EBRD-ის პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და სერ სუმა ჩაკრაბარტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, EBRD-ის პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა. „მინდა გამოვეხმაურო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გუშინ დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ვიღებთ მათგან. როგორც უკვე იყო ნათქვამი 200-ზე მეტი პროექტი არის დაფინანსებული ბანკის მხრიდან. ეს არის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა ასევე შეფასება, როგორც ეკონომიკური გუნდის ასევე იმ ეკონომიკური პოლიტიკის და მთავრობის გადაწყვეტილებების, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული და იმ პროგრესის, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გვაქვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)